Wednesday, June 22, 2011

დავკარგე ფერების გარჩევის უნარი,რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა..

ურთიერთობის კაშნე დაარღვიეთ,
ძაფით მოქსოვეთ განიერი ხელთათმანი,
რომ ერთმანეთს გაყინული თითები გაუთბოთ
და ხელის გულის ხაზები გაიერთიანოთ.
ოცნება ერთმანეთისას დაამთხვიეთ
და მიხვდით, რომ ერთად არის
ზოგჯერ წყენა დასათმობი
და რომ უნდა დაუთმოთ . . .

1 comment: