Wednesday, July 13, 2011

. . . .

არვიცი



მორჩა მოლოდინი,

აღარ გერიდები.

ვიცი არ გეწყობი

და არც გერითმები!



აღარც გედარდები,

აღარც გენატრები,

აღარც გეფიქრები

და არც გენატვრები.



მახსოვს გერგებოდი,

ბაქი გეწყობოდა,

ადრე გადარდებდი

ეგეც გეტყობოდა



ბაქი გაღიმებდა,

ბაქი გაცინებდა,

ეხლა გვიანია

ლექსით გაცილებ და.



მორჩა ყველაფერი,

ამას უკვე ვხვდები.

მაინც გაგაგიმებ,

მაინც გაგაცინებ,

მაინც გაგაოცებ,

სადმე თუ შეგხვდები!!!

1 comment:

  1. "მორჩა ყველაფერი,

    ამას უკვე ვხვდები.

    მაინც გაგაგიმებ,

    მაინც გაგაცინებ,

    მაინც გაგაოცებ,

    სადმე თუ შეგხვდები!!!"- მაგარია!

    ReplyDelete